ხულოს მუნიციპალიტეტის მერია მიმდინარე წელს მოსახლეობის ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის უზრუნველყოფის მიზნით 19 მიზნობრივ პროგრამას ახორციელებს.
პირველი კვარტლის მონაცემებით, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის პროგრამებით უკვე 3 000-მდე ბენეფიციარმა ისარგებლა.
პროგრამები მოიცავს სხვადასხვა მიმართულებას და მიზნად ისახავს მოქალაქეთა საჭიროებების დროულ და ეფექტიან დაკმაყოფილებას.