ტერორისტული აქტის მეორე ეპიზოდზე ბრალდებული ალეკო ელისაშვილის სასამართლო პროცესი დასრულდა. განისაზღვრა წინასასამართლო სხდომის თარიღი - 18 აპრილი.
საგამოძიებო უწყება "ლელოს" ერთ-ერთ ლიდერს, ტერორისტული აქტის კიდევ ერთ ეპიზოდს ედავება, საუბარია 2025 წლის 4 მაისს ელისაშვილის მიერ თბილისის საქალაქო სასამართლოს შენობის უკანა მხარეს, არქივის შენობაში შეღწევის მცდელობაზე, რა დროსაც პოლიტიკოსმა არქივის ოთახში ნავთობპროდუქტის შემცველი აალებული ნივთიერება შეაგდო, რის შედეგადაც ოთახში გაჩნდა ხანძარი.
"გამოძიება მიმდინარეობდა კანონით დადგენილ ვადებში, აღნიშნულ საქმეზე მართალია გამოძიება დაიწყო 187-ე მუხლით, თუმცა, მოცემულ შემთხვევაში, გამოძიების მიმდინარეობისას გამოიკვეთა ტერორისტული მიზანი, რომლის გამოკვეთის შემდეგაც მოხდა სწორედ კვალიფიკაციის შეცვლა მიმდინარე სისხლის სამართლის საქმეზე. არამარტო პატაკი, არამედ გამოკითხვის ოქმებია აღნიშნულ სისხლის სამართლის საქმეში, არსებობს სხვა მოპოვებული მტკიცებულებები, რომლითაც დადასტურდა ტერორისტული მიზანი. მოცემულ შემთხვევაში იყო სასამართლო ხელისუფლების დესტაბილიზაცია მიზნად, გამოიკვეთა ის გარემოება, რომ ბრალდებულს სურდა მნიშვნელოვანი სასამართლო ინფრასტრუქტურის, მნიშვნელოვანი ცალკეული მასალის და საქმეების განადგურება, რაც ტერორისტულ და დესტაბილიზაციის მიზანზე მიუთითებდა. შესაბამისად, მოხდა კვალიფიკაციის შეცვლა,"- აცხადებს პროკურორი მარიამ გიგაური.
ალეკო ელისაშვილს 15 წლამდე პატიმრობა ემუქრება.