დავით გაბაიძე აჭარის უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტს ტოვებს. ამის შესახებ განცხადება მან სპეციალურ ბრიფინგზე გააკეთა. გაბაიძემ გადაწყვეტილება პირადი სურვილით ახსნა. მისივე თქმით, აუცილებელია ცვლილება უმაღლესი საბჭოს ფუნქციონირებაშიც. აჭარის უმაღლესი საბჭოს უკვე ყოფილმა თავმჯდომარემ უარყო, თორნიკე რიჟვაძესთან კავშირის გამო მისი თანამდებობიდან წასვლა.
გაბაიძემ მადლობა გადაუხადა “ქართული ოცნების” გუნდს და პარტიის საპატიო თავმჯდომარეს, ბიძინა ივანიშვილს. თქვა, რომ ჯერ-ჯერობით საბჭოშიც რჩება და პარტიაშიც.
ვინ განიხილება უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარის პოსტზე? გაბაიძის თქმით, არჩევანი გუნდმა
უნდა გააკეთოს.
დავით გაბაიძე აჭარის უმაღლეს საბჭოს თითქმის 10 წლის განმავლობაში ხელმძღვანელობდა. იგი მეექვსე მოწვევის უმაღლესი საბჭოს ხელმძღვანელად 2024 წლის ნოემბერში აირჩიეს. გაბაიძე მეოთხე და მეხუთე მოწვევების უმაღლესი საბჭოს თავმჯდომარეც იყო. მმართველმა გუნდმა მასზე არჩევანი პირველად, 2016 წელს, ხოლო მეორედ 2020 წელს შეაჩერა.