08 აგვისტო 2026,   00:15
ვრცლად
"ვხედავთ, თუ რაოდენ დიდი თავდასხმები ხდება ეკლესიაზე, საპატრიარქოზე, ეს ყველაფერი არის ქვეყნის გარედან დაფინანსებული" - გიორგი კახიანი

პატრიარქი, მოსაყდრე და წმინდა სინოდი - ეკლესიის წინააღმდეგ წლების წინ დაწყებული ორკესტრირებული კამპანია ისევ გრძელდება. ილია მეორის გარდაცვალების შემდეგ, ოპოზიციონერი პოლიტიკოსების, ენჯეოების, აქტივისტებისა და გარკვეული მედიის წარმომადგენლების სამიზნე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო მუჯირია, რომელიც ილია მეორემ ტახტის მოსაყდრედ სიცოცხლეშივე დაასახელა.

პატრიარქისა და მოსაყდრის სახელის დაკნინებისა და ეკლესიის დისკრედიტაციის მცდელობა, მმართველი გუნდის თქმით, სამოციქულო ეკლესიისა და სახელმწიფოს მიზანმიმართული მტრობაა. საპარლამენტო უმრავლესობაში ამბობენ, რომ სიძულვილის კამპანიის ავტორებს, ქართველმა ხალმა პასუხი 22 მარტს გასცა, როდესაც უწმინდესი უკანასკნელ გზაზე მთელმა ერთმა გააცილა.

"ბოლო პერიოდის განმავლობაში, ვხედავთ, თუ რაოდენ დიდი თავდასხმები ხდება ეკლესიაზე, საპატრიარქოზე, ეს ყველაფერი არის ქვეყნის გარედან დაფინანსებული. ამაში ჩართული არიან კონკრეტული არასამთავრობო ორგანიზაციები, რადიკალი პოლიტიკოსები. ყველაფრის ამის მიზანი არის ერთი რამ, რამენაირად განხეთქილება შემოიტანონ ეკლესიაში და ჩვენს საზოგადოებაში," - განაცხადა პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, გიორგი კახიანმა.

დღის ამბები