08 აგვისტო 2026,   06:58
ვრცლად
დღეს მეუფე შიო სიონის ტაძარში წირვას აღასრულებს, შემდეგ კი პატრიარქის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება

საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე დღეს სიონის ტაძარში წირვას აღასრულებს, რის შემდეგაც ილია მეორის სულის მოსახსენებელი პანაშვიდი შესრულდება, - ინფორმაციას საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს.

"ამა წლის 29 მარტს, 10:00 საათზე საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) წირვას აღასრულებს სიონის საპატრიარქო ტაძარში.

წირვის შემდეგ შესრულდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი", - აღნიშნულია საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში. 

დღის ამბები