09 აგვისტო 2026,   20:54
ვრცლად
საზოგადოებას, მორწმუნე ერს მოვუწოდებ ამ დიდი მარხვის პერიოდში, შეინარჩუნონ ერთობა, ასევე მოვუწოდებ მათ ამ პერიოდს განსაკუთრებული ლოცვით შეეწიონ - მამა საბა გაზდელიანი

შეტევა პატრიარქისა და ეკლესიის წინააღმდეგ, რომელიც წლების განმავლობაში გრძელდებოდა. ქართული მედია დღემდე ინახავს კონკრეტული აქტორების მხრიდან ილია მეორის იმიჯის შემლახველი კამპანიის - ვიდეო არქივს.

უწმინდესისა და უნეტარესის შეურაცხმყოფელი განცხადების ავტორები დღესაც მათ მიერვე შექმნილი ფრონტის წინა ხაზზე არიან, სადაც მთავარი განსახილველი საკითხი - ახალი პატრიარქის კანდიდატურაა.

სახელმწიფო ინსტიტუტების დასუსტების არაერთი მცდელობის შემდეგ, კარგად ნაცნობი ფსევდო ლიბერალური ჯგუფების ახალი მიზანი ეკლესიაზე ზეწოლა, ახალი სამიზნე კი საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე შიო მუჯირია. მიტროპოლიტი, რომელიც ილია მეორემ სიცოცხლეშივე ტახტის მოსაყდრედ დატოვა და ფაქტობრივად 9 წლის მანძილზე ასწავლიდა ეკლესიის მართვას. რა განცხადებები კეთდება სასულიერო პირების მხრიდან სინოდის დანიშვნამდე და ახალი პატრიარქის არჩევამდე.

თბილისის წმინდა ნინოს სახელობის ტაძრის მღვდელმსახური მამა საბა გაზდელიანი ერს მოუწოდებს შეინარჩუნონ ერთობა.

"გუშინ საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახურმა განმარტა, რომ კათოლიკოს პატრიარქს მართლმადიდებლური ავტოკეფალური ეკლესიის მართვა-გამგეობის თანახმად, ირჩევს წმინდა სინოდი და ყველა პროცედურა მათი ერთობლივი ძალისხმევით ზედმიწევნით იქნება დაცული.

საზოგადოებას, განსაკუთრებით მორწმუნე ერს კი მოვუწოდებ ამ დიდი მარხვის პერიოდში, შეინარჩუნონ ერთობა სოლიდარობა ასევე მოვუწოდებ ამ პერიოდს განსაკუთრებული ლოცვით შეეწიონ,"- აცხადებს მამა საბა.

დღის ამბები