08 აგვისტო 2026,   04:05
ვრცლად
29 მარტს, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს - საპატრიარქო

29 მარტს, 10:00 საათზე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, მიტროპოლიტი შიო სიონის საპატრიარქო ტაძარში წირვას აღასრულებს - ინფორმაციას საქართველოს საპატრიარქოს საზოგადოებასთან ურთიერთობის სამსახური ავრცელებს. 

"ამა წლის 29 მარტს, 10:00 საათზე, საპატრიარქო ტახტის მოსაყდრე, სენაკისა და ჩხოროწყუს მიტროპოლიტი შიო (მუჯირი) წირვას აღასრულებს სიონის საპატრიარქო ტაძარში.

წირვის შემდეგ შესრულდება სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქის, უწმინდესისა და უნეტარესის, ილია II-ის სულის მოსახსენიებელი პანაშვიდი,"- აღნიშნულია განცხადებაში. 

დღის ამბები