"ხოშტარია და მსგავსი ადამიანები არიან პირადი პატიმრები ჰელსინკის კომისიის და მსგავსი ორგანიზაციების თუ ადამიანების, რომლებიც ჩვეულებრივად საზარბაზნე ხორცად სწირავენ ამ ადამიანებს" - ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ განაცხადა.
შალვა პაპუაშვილის თქმით, უცხო ქვეყნის წარმომადგენლები დანაშაულის ჩადენისთვის ქართველებს იყენებენ.
"შედეგების კაპიტალიზება უნდათ რომ მოახდინონ, რისთვისაც ეს ყველაფერი მოაწყვეს, რისთვისაც მიჰყავდათ ელენე ხოშტარია დანაშაულზე, რისთვისაც ჩატოვეს ის ციხეში და არ გადაახდევინეს გირაო და რისთვისაც ჰყავთ ზოგადად ხალხი პატიმრობაში, რომ შემდეგ ეს განცხადებები გამოიყენონ საქართველოს ხელისუფლებაზე თავდასხმისთვის.
ხოშტარია და მსგავსი ადამიანები არიან პირადი პატიმრები ჰელსინკის კომისიის და მსგავსი ორგანიზაციების თუ ადამიანების, რომლებიც ჩვეულებრივად საზარბაზნე ხორცად სწირავენ ამ ადამიანებს, მიჰყავთ ისინი და აქეზებენ დანაშაულზე, რომ შემდეგ მოაწყონ განხილვები, რეზოლუციები, განცხადებები და ა.შ იყენებენ ქართველებს, მათ ზიანი არ ადგებათ, ჩვენ მოქალაქეებს იყენებენ, მათი ხელით მათვე უბიძგებენ დანაშაულზე, რომ გამოაცხონ სხვადასხვა განცხადებები", - განაცხადა შალვა პაპუაშვილმა.