18 ივნისი 2026,   16:03
ვრცლად
აშშ-ისა და ისრაელის ძალები ირანის სამხედრო და ინდუსტრიულ ინფრასტრუქტურაზე ინტენსიურ იერიშებს აგრძელებენ

აშშ-ისა და ისრაელის გაერთიანებული ძალები ირანის სამხედრო და ინდუსტრიულ ინფრასტრუქტურაზე ინტენსიურ იერიშებს აგრძელებენ. ოპერაციის მიზანი ირანის თავდაცვითი სამრეწველო და სარაკეტო პოტენციალის მაქსიმალური დასუსტებაა.

აფეთქებებია თეირანის, ისპაჰანის, ფარსის, ბუშერის და ჰამედანის პროვინციებში. განადგურდა და მნიშვნელოვნად დაზიანდა რაკეტების და დრონების ქარხნები. სამიზნე გახდა იარაღის საწყობები, სტრატეგიული ავიაბაზები და აეროპორტები. საჰაერო იერიშებმა გაანადგურა საზღვაო ბაზების ინფრასტრუქტურა და ადმინისტრაციული შენობები. პარალელურად, ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტების რვა ტალღა გაუშვა.

თელ-ავივში ირანული კასეტური მასალით აღჭურვილი რაკეტა ჩამოვარდა, არიან დაშვებულები. თავდასხმა იყო ქალაქ ნაჰარიაზეც. "ჰეზბოლას" მიერ განხორციელებული სარაკეტო თავდასხმის შედეგად დაიღუპა 1 ადამიანი, დაშავდა 13. დაზიანებულია საცხოვრებელი შენობები, სხვა ინფრასტრუქტურა და ავტომობილები.

სამხრეთ ლიბანში რადიკალური დაჯგუფება "ჰეზბოლას" მიერ ტანკსაწინააღმდეგო რაკეტის აფეთქების შედეგად ერთი ისრაელელი ჯარისკაცი დაიღუპა, 4 კი დაიჭრა. თეირანმა დარტყმები განახორციელა საუდის არაბეთის, ბაჰრეინის, ქუვეითისა და არაბთა გაერთიანებული საამიროების წინააღმდეგაც.

დღის ამბები