თეირანს შეთანხმების მიღწევა ძალიან სურს - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტი აცახადებს და ირანთან მიმდინარე მოლაპარაკებებს ადასტურებს.
თეთრი სახლის ლიდერის თქმით, ვაშინგტონის მთავარ პირობად კვლავ ბირთვულ იარაღზე უარის თქმა რჩება. ტრამპის მტკიცებით, თეირანი ამაზე უკვე დათანხმდა.
აქვე, პრეზიდენტმა ხაზი გაუსვა ენერგეტიკულ სექტორში მიღწეულ "უდიდეს საჩუქარს", რაც, სავარაუდოდ, ჰორმუზის სრუტის გახსნას გულისხმობს.
ირანთან მოლაპარაკების მნიშვნელობაზე საუბრობს საფრანგეთის პრეზიდენტიც. ემანუელ მაკრონის თქმით, ამ თემაზე ირანის პრეზიდენტსაც ესაუბრა და მას სპარსეთის ყურის ქვეყნებზე თავდასხმების შეწყვეტისკენ მოუწოდა.
პარალელურად, მსოფლიო ქვეყნის ლიდერებს მოქმედებისკენ მოუწოდებს ისრაელის ელჩი გაეროში. მისი თქმით, ირანის საკითხი გლობალური პრობლემაა და არა რეგიონული.
"აღიარეთ საერთო მტერი და იმოქმედეთ ახლავე, სანამ თქვენი ხალხისთვის გვიან არ არის", - განაცხადა დენი დანონმა.
მხარეებს კვლავ ცეცხლის შეწყვეტისა და დიალოგისკენ მოუწოდებს რომის პაპი.