საქართველოს სპორტის სამინისტროს წარმომადგენლები პეკინის სპორტის უნივერსიტეტის რექტორს, სხვადასხვა სპორტული საგანმანათლებლო პროგრამის დეკანებსა და საერთაშორისო გაცვლითი პროგრამების ხელმძღვანელებს შეხვდნენ. ქართულმა დელეგაციამ შეხვედრა გამართა ჩინეთის ოლიმპიური აკადემიის გენერალურ მდივანთანაც.
ვიზიტის ფარგლებში, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის სპორტის სფეროში ურთიერთობების განმტკიცებასა და თანამშრომლობის გაღრმავებაზე იმსჯელეს.