09 აგვისტო 2026,   13:20
ვრცლად
სუვერენიტეტის გარეშე ევროპული ინტეგრაცია აზრს კარგავს, რადგან სუვერენიტეტის გარეშე ინტეგრაცია უბრალოდ იმპერიის მშენებლობას ნიშნავს - უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრი

"დღევანდელ ევროკავშირში ჩვენ ვხედავთ "კონსტიტუციურ გადატრიალებებს," რომლებიც მიმდინარეობს ამომრჩევლების ნების გარეშე, მათი იგნორირებით და ქვეყნების დემოკრატიული ინსტიტუციური სისტემისა საწინააღმდეგოდ," - ამის შესახებ უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრმა, იანოშ ბოკამ სუვერენიტეტისა და მიგრაციის შესახებ, უნგრეთის პარლამენტში პანელურ დისკუსიაზე განაცხადა.

"სუვერენიტეტის გარეშე ევროპული ინტეგრაცია აზრს კარგავს, რადგან სუვერენიტეტის გარეშე ინტეგრაცია უბრალოდ იმპერიის მშენებლობას ნიშნავს. ევროპა დგას გზაგასაყარზე - ფაქტობრივად, ორად არის გაყოფილი - ბრიუსელის ელიტა, საკუთარ ნებას ახვევს ევროპულ ერებს. საქმე ეხება ევროპის მომავალს და ერების სუვერენიტეტს," - განაცხადა უნგრეთის ევროკავშირის საქმეთა მინისტრმა.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კი ბუდაპეშტში იმყოფება. უნგრეთის პარლამენტში პატრიოტთა პირველი ასამბლეა მიმდინარეობს - მთავარი განსახილველი საკითხებია სუვერენიტეტი და მიგრაცია. ღონისძიებას უნგრეთის მთავრობის წევრებთან ერთად ესწრებიან ევროპარლამენტის, მათ შორის, ჩეხეთისა და პოლონეთის წარმომადგენლებიც. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა უკვე მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

 

დღის ამბები