09 აგვისტო 2026,   20:04
ვრცლად
გვჯერა ისეთი ევროპის, რომელიც ეფუძნება ძლიერ და სუვერენულ სახელმწიფოებს - ქვეყნებს, რომლებიც თანამშრომლობენ, მაგრამ ინარჩუნებენ საკუთარ ღირებულებებს, ტრადიციებს და დემოკრატიულ უფლებებს - ევროპარლამენტარი გალ კინგა

"დღეს ჩვენ იმ გზაზე ვდგავართ, სადაც უნდა დავიცვათ ჩვენი საერთო ღირებულებები და უზრუნველვყოთ ჩვენი სუვერენიტეტი და უსაფრთხოება. გვჯერა ისეთი ევროპის, რომელიც ეფუძნება ძლიერ და სუვერენულ სახელმწიფოებს - ქვეყნებს, რომლებიც თანამშრომლობენ, მაგრამ ინარჩუნებენ საკუთარ ღირებულებებს, ტრადიციებს და დემოკრატიულ უფლებებს," - ამის შესახებ "ფიდესის" ვიცე-პრეზიდენტმა და ევროპარლამენტში პარტია "პატრიოტების" ვიცე-პრეზიდენტმა, გალ კინგამ სუვერენიტეტისა და მიგრაციის შესახებ, უნგრეთის პარლამენტში პანელური დისკუსიაზე განაცხადა.

"ჩვენ არ გვინდა ბრიუსელში არსებული ბიუროკრატია, რომელიც ჩვენს ნაცვლად იღებს გადაწყვეტილებებს. ხალხის ნება უნდა იყოს გადამწყვეტი. ბრიუსელის ელიტა ბოროტად იყენებს სამართლებრივ მექანიზმებს საკუთარი ძალაუფლების გასაძლიერებლად და სხვა ქვეყნების დასასუსტებლად," - განაცხადა გალ კინგამ.

ცნობისთვის, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრი კი ბუდაპეშტში იმყოფება. უნგრეთის პარლამენტში პატრიოტთა პირველი ასამბლეა მიმდინარეობს - მთავარი განსახილველი საკითხებია სუვერენიტეტი და მიგრაცია. ღონისძიებას უნგრეთის მთავრობის წევრებთან ერთად ესწრებიან ევროპარლამენტის, მათ შორის, ჩეხეთისა და პოლონეთის წარმომადგენლებიც. პანელურ დისკუსიაში მონაწილეობა უკვე მიიღო საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრმა.

დღის ამბები