უნგრეთის პრემიერ-მინისტრმა, ვიქტორ ორბანმა ბუდაპეშტში მიმდინარე კონსერვატიული პოლიტიკური მოქმედების კონფერენციაზე საქართველოს პრემიერ-მინისტრის, ირაკლი კობახიძის შესახებაც ისაუბრა.
როგორც ორბანმა აღნიშნა, დღეს ევროპაში ყველაზე მამაცი ქართველი ერია.
"ჩვენს გვერდითაა ჩემპიონი პატრიოტი კავკასიიდან - პრემიერ-მინისტრი ირაკლი კობახიძე. რუსული საფრთხის პირისპირ, ევროკავშირის მხრიდან მუდმივი შანტაჟისა და ლიბერალური ძალების ძირგამომთხრელი საქმიანობის პირობებში, სწორედ ის იცავს საქართველოს სუვერენიტეტს. დღეს ქართველი ერი ევროპაში ყველაზე მამაცი ერია.
დონალდ ტრამპის გამარჯვების შემდეგ დასავლეთი უკეთეს ადგილად იქცა: შემცირდა გენდერული პროპაგანდა და "ვოუქ" იდეოლოგია; ახლა უკვე შეგიძლიათ ამაყად განვაცხადოთ, რომ ქრისტიანობა ჩვენი ცივილიზაციის საძირკველი და მამოძრავებელი ძალაა.
კვლავ ძალაში შევიდა ის, რაც ბუნებრივია: დედა არის ქალი, მამა -კაცი, ხოლო ოჯახი ჩვენი საზოგადოების უმნიშვნელოვანესი ინსტიტუტია. პროგრესული ცენზურის ეპოქა დასრულდა - დღეს უკვე ყოველგვარი სანქციისა თუ დევნის გარეშე შეგიძლიათ თქვათ, რომ ჩვენ არ გვსურს მიგრაცია. ჩვენ ასევე მოვთოკეთ "მწვანე დღის წესრიგის სიგიჟე," რადგან სამყაროს დაცვა მხოლოდ ეკონომიკური ინტერესების გათვალისწინებითაა შესაძლებელი," - განაცხადა ვიქტორ ორბანმა.