10 აგვისტო 2026,   15:01
ვრცლად
კახა კალაძე: 2008 წლის შემდეგ წინა ხელისუფლების "პატრონების" დავალება იყო, ყველაფერი გაკეთებინათ რუსეთთან ურთიერთობის დასათბობად

რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გარე ძალების დავალების შესაბამისად, შეიცვალა ოპოზიციის მესიჯ ბოქსი, - ასე გამოეხმაურა თბილისის მერი კახა კალაძე მედიის შეკითხვას, ოპოზიციაში ანტირუსული რიტორიკის ცვლილებასთან დაკავშირებით.

მისი განმარტებით, ანტირუსული რიტორიკა ყოფილი ხელისუფლების წარმომადგენლებში არა აგვისტოს ომის შემდეგ, არამედ რუსეთ-უკრაინის ომის დაწყების შემდეგ გააქტიურდა.

"2008 წლის შემდეგ წინა ხელისუფლების „პატრონების“ დავალება იყო, ყველაფერი გაკეთებინათ რუსეთთან ურთიერთობის დასათბობად. დავკარგეთ ტერიტორიები, ჯარისკაცები და მშვიდობიანი მოქალაქეები, თუმცა გვახსოვს რუსეთისადმი სააკაშვილის ხელისუფლების რიტორიკა, მათი ოფიციალური წერილები. რუსეთში ქართველი მომღერლების კონცერტები იმართებოდა. მათი „პატრონების“ მიერ მაშინ ასეთი დავალება იყო, ასე უნდა მოქცეულიყვნენ. რუსეთ-უკრაინის ომის გაჩაღების შემდეგ კი შეიცვალა მესიჯ ბოქსი. „პატრონების“ მხრიდან წამოვიდა სხვა დავალება, რასაც ყოველდღიურად ვხედავთ“, - განაცხადა კახა კალაძემ.

დღის ამბები