უწმინდესი და უნეტარესი, სრულიად საქართველოს კათოლიკოს-პატრიარქი, მცხეთა თბილისის მთავარეპისკოპოსი, ბიჭვინთისა და ცხრუმ-აფხაზეთის მიტროპოლიტი ილია მეორის დაკრძალვის ცერემონიას მსოფლიო პატრიარქი დაესწრება. ინფორმაცია "კურიერს" საგარეო საქმეთა სამინისტროში დაუდასტურეს.
ცნობისთვის, დღეს, მსოფლიო პატრიარქმა, ყოვლად უწმინდესმა ბართლომეოსმა საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესიის წმინდა სინოდს ოფიციალური სამძიმრის წერილი გამოუგზავნა, რომელშიც პატრიარქ ილია II-ის გარდაცვალების გამო მწუხარებას გამოთქვამს.
უწმინდესსა და უნეტარესს კვირას, 22 მარტს, სიონის საკათედრო ტაძარში დაკრძალავენ.