აშშ-ის პრეზიდენტის ადმინისტრაციის პროგნოზით, ნავთობისა და ბენზინის ფასები გაიზრდება, რადგან ჰორმუზის სრუტის გავლით საქონლის გადაზიდვა კვლავ შეზღუდულია. ამის შესახებ CNN-ი წერს.
აშშ-ის ენერგეტიკის დეპარტამენტის საპროგნოზო ორგანოს, ენერგეტიკული ინფორმაციის ადმინისტრაციის (EIA) განცხადებით, ჰორმუზის სრუტეზე შეზღუდვები აგვისტოს ბოლომდე გაგრძელდება.
ორგანიზაციის ცნობით, ნავთობის გლობალური ფასი საშუალოდ 87 დოლარი იქნება, წინა თვის მონაცემით, ეს მაჩვენებელი 82 დოლარს შეადგენდა.