09 აგვისტო 2026,   19:24
ვრცლად
ლევან მაჭავარიანი ევროკომისიის პრესსპიკერის განცხადებაზე: ეს მეტყველებს იმ ზერელე დამოკიდებულებაზე, რომელიც ევრობიუროკრატებს აქვთ მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ

მმართველი გუნდისთვის უარგუმენტო თავდასხმების კიდევ ერთი დასტურია ევროკომისიის პრეს-სპიკერის განცხადება. ყულევის პორტის სასანქციო სიაში მოხვედრის მიზეზებზე საუბრისას, ევროკომისიის წარმომადგენელმა ღიად აღიარა, რომ გაჟღერებული პოზიციები არა დეტალურ ინფორმაციას, არამედ მის პირად "წარმოდგენებს" ეფუძნებოდა. ჟურნალისტის კითხვაზე, რატომ მოხვდა ყულევის პორტი სასანქციო სიის პირველად ვერსიაში, მან აღნიშნა, რომ მიზეზი "ჩრდილოვანი ფლოტის" გემებთან ინტერაქცია და რუსული ნავთობის შესაძლო რეექსპორტი იყო. თუმცა, დამაზუსტებელ შეკითხვაზე, ფლობდა თუ არა კომისია ინფორმაციას რუსული ნავთობის ქართულად გასაღების შესახებ, პრესსპიკერმა თქვა, რომ შემთხვევის დეტალების შესახებ ინფორმაცია არ გააჩნია, მაგრამ, როგორც მას წარმოუდგენია, ასე ხდებოდა.

თბილისში აცხადებენ, რომ მსგავსი რიტორიკა კიდევ ერთი დასტურია, რომ საქართველოს წინააღმდეგ მიმართული კრიტიკა სამართლებრივ საფუძველს მოკლებულია.

პარლამენტის ფრაქცია "ქართული ოცნების" თავმჯდომარის პირველი მოადგილე ლევან მაჭავარიანი აცხადებს, რომ ევროპარლამენტარებს ყველაფრის მიმართ ზერელე დამოკიდებულება აქვთ.

"ეს მეტყველებს ზერელე დამოკიდებულებაზე, რომელიც ევრობიუროკრატებს აქვთ მნიშვნელოვანი საკითხების მიმართ. რამდენიმე დღის წინ გავრცელდა ვიდეო, სადაც ჩანს, რომ ევროპარლამენტარებმა საერთოდ არ იციან ირანის ადგილმდებარეობა. გასაგებია, შეიძლება გეოგრაფია არ გაინტერესებდეს სკოლაში, მაგრამ როდესაც ამხელა ომი მიმდინარეობს, ახლა მაინც ხომ უნდა დაინტერესდე, სად არის? - სწორედ ასეთი ზერელე დამოკიდებულებები აქვთ მათ," - აცხადებს ლევან მაჭავარიანი.

დღის ამბები