02 აგვისტო 2026,   20:11
ვრცლად
"დაჭრის ფაქტს ადგილი არ ჰქონია, მინის ნამსხვრევებისგან, ქალბატონმა მიიღო მცირედი დაზიანება" - გეკა გელაძე აჭარაში ჩატარებულ სპეცოპერაციაზე

შინაგან საქმეთა სამინისტროს და სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურის თანამშრომლებმა "ქურდულ სამყაროსთან"კავშირში მყოფი 72 პირი დააკავეს, კიდევ 5-ს ბრალი წარუდგინეს. ნაწილს პენიტენციურ დაწესებულებაში, ნაწილს - დაუსწრებლად, მათ შორის არის ე.წ. კანონიერი ქურდი.

შს მინისტრის, გეკა გელაძის თქმით, სპეცოპერაციის დროს დაჭრის ფაქტს ადგილი არ ჰქონია და ერთი ქალბატონი შუშის ნამსხვრევისგან დაშავდა.

"დაჭრის ფაქტს ადგილი არ ჰქონია. საპოლიციო ღონისძიების დროს, აუცილებელი გახდა, რომ მოქმედებაზე გადასულიყო სპეცდანიშნულების რაზმი და ერთ-ერთი ფანჯრის მინის ნამსხვრევებისგან, ქალბატონმა მიიღო მცირედი დაზიანება. კლინიკამ გააკეთა შესაბამის განმარტება და ქალბატონი უკვე გაწერილია სახლში", - განაცხადა გეკა გელაძემ.

ოპერატიულ-სამძებრო და საგამოძიებო მოქმედებები აჭარაში ჩატარდა. დაკავებულებს ბრალად ედებათ ქურდული სამყაროს წევრობაში, მხარდაჭერაში, შეკრებაში მონაწილეობაში, მიმართვასა და "კანონიერი ქურდობაში".

დღის ამბები