ახალციხის მუნიციპალიტეტის მერმა და საკრებულოს თავმჯდომარემ, ჭადრაკის ჩემპიონატში გამარჯვებულები დააჯილდოვეს. სამცხე-ჯავახეთის რეგიონის პირველობაზე, ჭადრაკის ტურნირი, ახალციხეში სამი დღის განმავლობაში მიმდინარეობდა. ჩემპიონატში 8-დან 12 წლამდე ასაკის გოგონები და ვაჟები მონაწილეობდნენ.