საქართველოს დაცულ ტერიტორიებზე, ზამთრის სეზონზე, ვიზიტორების რაოდენობა გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით თითქმის 17%-ით გაიზარდა. 2024-2025 წლებში, დეკემბერი-იანვარი-თებერვლის მონაცემების მიხედვით, დაცულ ტერიტორიებს 58 618 ვიზიტორი ესტუმრა, ხოლო 2025-2026 წლებში ვიზიტორთა რაოდენობა 68 296-მდე გაიზარდა.
სტატისტიკა ადასტურებს, რომ განსაკუთრებულად პოპულარულია როგორც ერთდღიანი მცირე მარშრუტები, როგორიცაა პრომეთეს მღვიმე, წალკის კანიონი და მარტვილის კანიონი, ასევე სალაშქრო მიმართულებები, მაგალითად მტირალას ეროვნული პარკი და თბილისის ეროვნული პარკი.