ქვეყანაში 6 წელზე მეტი წლოვანების ავტომობილების შემოყვანა აღარ აიკრძალება. სანაცვლოდ, მთავრობის გადაწყვეტილებით, ავტომობილის შემოყვანის აქციზზე გაზრდილი ტარიფი დაწესდება. ერთ კუბზე 4 ლარი და 50 თეთრი იქნება.
მთავრობის განმარტებით, გადაწყვეტილება ფართო კონსულტაციების შედეგია, რაც მიზნად ისახავს ბიზნესის ინტერესებისა და ეკოლოგიური სტანდარტების ოპტიმალურ ბალანსს.
"ექვს წელზე მეტი ასაკის ავტომობილებზე დადგინდება განსხვავებული ერთიანი განაკვეთი – ერთ კუბურ მეტრზე 4.5 ლარის ოდენობით. აღნიშნული გადაწყვეტილება მიღებული იქნა ფართო კონსულტაციების, მათ შორის, ბიზნესსექტორთან კონსულტაციების შედეგად, იქიდან გამომდინარე, რომ მაქსიმალურად დაცული იყოს ბიზნესის ინტერესები, ამავდროულად, გარემოსდაცვითი ზედამხედველობისა და ეკოლოგიური კუთხით, მაქსიმალურად იყოს დაცული საქართველოს მოსახლეობა," - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.