13 აგვისტო 2026,   07:20
ვრცლად
"აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში დავისახოთ სამოქმედო გეგმა" - ლევან ზაუტაშვილი ტყიბულის მეწყერზე

საქართველოს რეგიონული განვითარების მინისტრის პირველი მოადგილის, ლევან ზაუტაშვილის განცხადებით, სოფელ კურსებში შექმნილია შესაბამის შტაბი, სადაც უწყების წარმომადგენლები აქტიურად მუშაობენ გრძელვადიან პერსპექტივაში სამოქმედო გეგმის დასახვაზე.

"სოფელ კურსებში შექმნილია შტაბი, სადაც ჩართულია სახელმწიფოს ყველა სტრუქტურა. ადგილზე არიან შეკრებილები, როგორც სამაშველო სამსახურის, ასევე საგზაო დეპარტამენტის თანამშრომლები და რეგიონული განვითარების სამინისტროს წარმომადგენლები.

აქტიურ რეჟიმში ვმუშაობთ, რათა გრძელვადიან პერსპექტივაში დავისახოთ სამოქმედო გეგმა", - განაცხადა ლევან ზაუტაშვილმა.

ტყიბულის მუნიციპალიტეტში სამუშაოები გრძელდება. ადგილზე მობილიზებულები არიან შინაგან საქმეთა სამინისტროს დანაყოფებიგეოლოგები და შესაბამისი ტექნიკა.

მეწყერმა სოფელ კურსებში 5 სახლი დაანგრია. განხორციელდა მოსახლეობის ევაკუაცია. სტიქიის ზონიდან უკვე გაიყვანეს 38 ოჯახი. დაშავებულები არ არიან. დაზიანებულია გზის სავალი ნაწილი. აკრძალულია ტრანსპორტის მოძრაობა.

დღის ამბები