მცხეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წილკანში სარეაბილიტაციო სამუშაოები მიმდინარეობს.
პროექტის ფარგლებში დაგეგმილია ტერიტორიის ქვაფენილით მოპირკეთება, მოსახლეობის ღობეების კეთილმოწყობა და ჭიშკრების აღდგენა. პარალელურად, სოფელში მოხდა შიდა საუბნო გზების რეაბილიტაცია, მოეწყო ასფალტ-ბეტონის საფარი.
პროექტების საერთო ღირებულება ნახევარ მილიონ ლარს აღწევს.