18 ივნისი 2026,   15:40
ვრცლად
Netflix-ს რუსეთში სერიალ Stranger Things-ის სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია სურს - მედია

ამერიკულ სტრიმინგ სერვისს Netflix-ს რუსეთში სურს, სერიალ Stranger Things-ის ორი სავაჭრო ნიშნის რეგისტრაცია, - ინფორმაციას რუსული მედია ავრცელებს.

დოკუმენტებიდან ირკვევა, რომ განაცხადები კომპანია Netflix Studios-გან უწყებაში მარტში შევიდა. 

როგორც მედია წერს, თუ Stranger Things-ის სასაქონლო ნიშნების რეგისტრაცია წარმატებით დასრულდება, კომპანიას რუსეთში შეეძლება გაყიდოს მობილური ტელეფონების, კომპიუტერებისა და სხვა ტექნიკის აქსესუარები, ასევე, ბეჭდური და საკანცელარიო პროდუქცია, ტანსაცმელი, ფეხსაცმელი, სამკაულები, ვიდეოთამაშები, ასევე შესთავაზოს გასართობი მომსახურება.

დღის ამბები