თეირანში, რამდენიმე სამხედრო ობიექტზე უპილოტო საფრენი აპარატებით თავდასხმა განხორციელდა , რის შედეგადაც ირანელი სამხედროები დაიღუპნენ - ინფორმაციას CNN ირანულ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ირანული საინფორმაციო სააგენტო თავდასხმას ისრაელის მიერ განხორციელებულ ტერორისტულ აქტად აფასებს.
დრონებით თეირანის რამდენიმე უბანს დაარტყეს.
როგორც „სიენენი“ წერს, დაღუპულთა ზუსტი რაოდენობა და კონკრეტული ადგილმდებარეობები ჯერჯერობით უცნობია.