"საქართველო ჩვენთვის არის გზა ევროკავშირში," - ამის შესახებ სომხეთის პრემიერ-მინისტრმა, ნიკოლ ფაშინიანმა ევროპარლამენტში სიტყვით გამოსვლისას განაცხადა.
მან მოითხოვა, რომ ევროკავშირმა საქართველოსთან გააგრძელოს კონსტრუქციული ურთიერთობა.
"საქართველო ჩვენთვის არის გზა ევროკავშირში. ჩვენ ევროკავშირში სომხეთის გაწევრიანების პროცესი მას შემდეგ დავიწყეთ, რაც საქართველომ ევროკავშირის წევრობის კანდიდატის სტატუსი მიიღო. ამან სომხეთის წევრობის პერსპექტივა ხელშესახები გახდა. ჩვენ ველით და ვთხოვთ, რომ ევროკავშირსა და საქართველოს შორის კონსტრუქციული პროცესი განვითარდეს. ეს სომხეთისთვის მნიშვნელოვანია. ეს მნიშვნელოვანია საქართველოსთვისაც," - განაცხადა ფაშინიანმა.