06 აგვისტო 2026,   01:51
ვრცლად
ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმე - დღეს სასამართლოს ჩვენებას მისცემს ამავე საქმის სხვა ეპიზოდზე ბრალდებული, მამუკა ბაღდავაძე

ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმეზე დღეს სასამართლოს ჩვენებას მისცემს ამავე საქმის სხვა ეპიზოდზე ბრალდებული, მამუკა ბაღდავაძე. დაიკითხება გამომძიებელიც. პროკურატურა ძმებს - გიორგი და დავით მიქაძეებს, ასევე გიორგი ჯოხაძეს, ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება. საქმეზე უკვე მსჯავრდებულია გელა უძილაური, მკვლელობის შემკვეთად კი დასახელებულია ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე.  

"დღევანდელ სასამართლო პროცესზე გამოძახებულია მამუკა ბაღდავაძე, წინა პროცესზე როგორც იცით, არ გამოცხადდა. შესაბამისად, ჩვენ კიდევ ერთხელ გამოვიძახეთ, ვინაიდან, მიგვაჩნია, რომ არსებობს ლეგიტიმური კითხვები. იქიდან გამომდინარე, რომ ის არის ერთადერთი პირი, რომელმაც ჯოხაძესთან ერთად დატოვა საქართველოს სახელმწიფო საზღვარი. ის დაბრუნდა და ჯოხაძე არ დაბრუნებულა. ასევე, გამოძახებულია სანდრო წივწივაძის ძმა, რომელიც როგორც საზოგადოებისთვის არის ცნობილი, ის მონაწილეობს ფარულ საგამოძიებო მოქმედებაში და, შესაბამისად, მასთან დაკავშირებითაც არის შეკითხვა. ასევე, დაიკითხება გამომძიებელი, რომელსაც ჩატარებული აქვს რიგი საგამოძიებო მოქმედებები, მათ შორის, მამუკა ბაღდავაძის საცხოვრებელ სახლში ჩატარებული ფარული საგამოძიებო მოქმედებების დათვალიერება," - აცხადებს პროკურორი, ლევან ვეფხვაძე .

 

დღის ამბები