ხუთი ოპოზიციური პარტიის აკრძალვის საკითხზე "ქართული ოცნების" საკონსტიტუციო სარჩელის განხილვა გრძელდება. სხდომა რამდენიმე საათში უნდა დაიწყოს, ის ამჯერადაც კითხვა-პასუხის რეჟიმში ჩაივლის.
შეგახსენებთ, მმართველი გუნდი ოპოზიციური პარტიების არაკონსტიტუციურად ცნობას ითხოვს და ამის მიზეზად კონკრეტული პარტიების მიერ კონსტიტუციური წყობილების ძალადობით შეცვლის მცდელობებს, რევოლუციური სცენარების ორგანიზებასა და სახელმწიფო უსაფრთხოების წინააღმდეგ მიმართულ ქმედებებს ასახელებს.