13 ნოემბერი 2026,   09:28
ვრცლად
გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში წიაღისეულის უკანონო მოპოვების ფაქტები გამოავლინეს

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის მცხეთა-მთიანეთის რეგიონული სამმართველოს თანამშრომლებმა წიაღისეულის უკანონო მოპოვების 3 ფაქტი გამოავლინეს. სამართალდარღვევები დაფიქსირდა მცხეთის, დუშეთისა და თიანეთის მუნიციპალიტეტებში.

სამართალდამრღვევებმა სპეციალური ტექნიკის გამოყენებით მდინარეების კალაპოტებიდან უკანონოდ მოიპოვეს დიდი ოდენობით - ჯამში დაახლოებით 130 კუბური მეტრი მოცულობის ქვიშა-ხრეში.

თიანეთში გამოვლენილი ფაქტი სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებსაც შეიცავს და მასალები გადაგზავნილია შესაბამის უწყებაში.

დღის ამბები