უნგრეთის პრემიერ-მინისტრი, ვიქტორ ორბანი სოციალურ ქსელ X-ში წერს, რომ უნგრეთი მიმდინარე ომს მიღმა დარჩება და არ გაგზავნის ჯარისკაცებს უკრაინაში.
"ომი პირდაპირ ჩვენს ზღურბლთან მძვინვარებს.
უნგრეთს ჰყავს მთავრობა, რომელიც:
არ გაგზავნის ჯარისკაცებს უკრაინაში;
არ გაგზავნის იარაღს უკრაინაში;
არ დააფინანსებს კონფლიქტს.
მომავალი არჩევნების ფსონი ნათელია.
უნგრეთი ამ ომს მიღმა უნდა დარჩეს!", - წერს ორბანი.