ვფიქრობ, ომი თითქმის დასრულებულია, სამხედრო თვალსაზრისით, მათ არაფერი დარჩათ - ამის შესახებ აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა cbs news-სთან სატელეფონო ინტერვიუში ისაუბრა.
"ვფიქრობ, ომი თითქმის დასრულებულია. მათ არ ჰყავთ საზღვაო ფლოტი, კომუნიკაციები, საჰაერო ძალები. მათი რაკეტები მიმოფანტულია. დრონები კი მთლიანად განადგურებულია, მათ შორის დრონების წარმოება. თუ დააკვირდებით, მათ არაფერი დარჩათ. სამხედრო თვალსაზრისით არაფერი დარჩათ," - განაცხადა ტრამპმა.
ტრამპის თქმით, ირანის ახალი უზენაესი ლიდერისთვის, მოჯტაბა ხამენეისთვის არანაირი გზავნილი არ აქვს. როგორც აშშ-ის პრეზიდენტმა აღნიშნა, მას მხედველობაში ჰყავს ვიღაც, ვინც ხამენეის შეცვლის, თუმცა დეტალები არ დაუზუსტებია.