10 აგვისტო 2026,   04:52
ვრცლად
საინფორმაციო დივერსია და დაკითხვები სუს-ში - მმართველი გუნდის შეფასებით, ხელისუფლების ოპონენტები ირანის ომს საკუთარი ინტერესებისთვის იყენებენ

ჰიბრიდული ომი პარლამენტის თავმჯდომარისთვის, ოპოზიციისა და "ენჯეოების" წევრთა ნაწილის მხრიდან გაკეთებული ის განცხადებებია, რომლითაც მათ საქართველო ირანის გავლენის ინფრასტრუქტურის ფართო ქსელად, სანქციების გვერდის ავლის ქვეყნად და არალეგალურად, ტერორიზმის სწავლების ადგილად დაასახელეს. შალვა პაპუაშვილის შეფასებით, ამ განცხადებების ავტორები ცდილობენ, რომ საქართველო სხვადასხვა ძალების სამიზნედ აქციონ, რაც მათი მხრიდან სამშობლოს დივერსიაა.

განცხადებები კი ხელისუფლების ოპონენტებმა მტკიცებულებების გარეშე, თუმცა მტკიცე ტონით სხვადასხვა მედიასაშუალებებში გააკეთეს. გიორგი კანდელაკმა კი ჰადსონის უნივერსიტეტისთვის კვლევა მოამზადა.

რაზე დაყრდნობით გააკეთეს ეს განცხადებები - სამივე მათგანს კითხვებზე პასუხის გაცემა სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურისთვის მოუწია.

გამომძიებლების შეკითხვებზე პასუხის გაცემა მოუწია თავდაცვის ყოფილ მინისტრსაც, რომელიც ასევე ერთ-ერთ ოპოზიციურ არხზე ამტკიცებდა, რომ საქართველოში ტერორისტების სკოლა ფუნქციონირებს.

ინფორმაციის მტკიცებიდან უარყოფამდე, თინა ხიდაშელს დაახლოებით 72 საათი დასჭირდა - გამოკითხვიდან გამოსულმა თავდაცვის ყოფილმა მინისტრმა, საკუთარი სიტყვები მედიასთან უარყო.

ხიდაშელის შეცვლილი პოზიცია ხელისუფლებისთვის დადასტურებაა, რომ გარკვეული პირები საქართველოს სახელმწიფო ინტერესების დაზიანებას მიზანმიმართულად ცდილობენ. პრემიერ-მინისტრმა და დედაქალაქის მერმა დღეს ხელისუფლების ოპონენტთა არაერთი მსგავსი ქმედებაც გაიხსენეს.

რატომ მოქმედებენ ქართველები საქართველოს წინააღმდეგ და რატომ ადანაშაულებენ ქვეყანას უარგუმენტოდ - სახელმწიფო უსაფრთხოების სამსახურმა გამოძიება უცხო ქვეყნისათვის, უცხოეთის ორგანიზაციისათვის, ან უცხოეთის კონტროლს დაქვემდებარებული ორგანიზაციისათვის მტრულ საქმიანობაში დახმარების მუხლით გამოძიება უკვე დაიწყო.

დღის ამბები