"რუსთავი 2-მა" ელექტრონულ ფოსტაზე ფარული აუდიოჩანაწერი მიიღო, რომელსაც თან ახლავს წერილიც.
მასალის ავთენტიკურობა დადგენილი არ არის, თუმცა გამომგზავნის ინფორმაციით, აუდიოჩანაწერი ასახავს გივი თარგამაძესა და გიორგი კანდელაკს შორის საუბარს.
წერილის შინაარსს უცვლელად გთავაზობთ:
"იქნებ კითხოთ ბატონ გივის, როდის რა მიზნით ჩაუწერა ლაპარაკი კანდელაკს და რატომ ინახავს ამ ჩანაწერს? ან კიდევ რატომ ეძახის მის კომპიუტერს სიცრუის მანქანას? ექნება რამე პასუხი და სანამ სუსიო იკივლებს, ლვოვში გადაგდებული ძმები მოიკითხოს, კიდევ დაჭირდებიან მიხვდება თვითონ."