08 აგვისტო 2026,   04:00
ვრცლად
"ლუარსაბი და დარეჯანი" - პაატა გულიაშვილის "კომედი თეატრში" სპექტაკლის პრემიერა შედგა

"ლუარსაბი და დარეჯანი" - პიესა ერთ მოქმედებად, ილია ჭავჭავაძის "კაცია ადამიანის" მიხედვით სცენაზე გაცოცხლდა. სპექტაკლის პრემიერა გულიაშვილის კომედი თეატრში შედგა. მთავარ როლებს თელავის თეატრის მსახიობები ასრულებენ.

მთავარი სათქმელის საინტერესო გააზრება თანამედროვე ელემენტებით, თეატრმცოდნე ფიქრია ყუშიტაშვილი ამბობს, რომ სპექტაკლი ბევრ გულშემატკივარს შეიძენს და აუცილებლად დაიკავებს საკუთარ ადგილს ილიას ამ ნაწარმოების სასცენო ინტერპრეტაციების ნუსხაში.

იდეის ავტორიც და სპექტაკლის რეჟისორიც პაატა გულიაშვილია, რომელიც ამბობს, რომ "კომედი თეატრმა", რომელიც ახლახანს გაიხსნა, საკუთარი აუდიტორია უკვე მოიპოვა, მარტის ბილეთები უკვე გაყიდულია.

ცამეტი ასურელი მამის 95 ნომერში გახსნილმა პაატა გულიაშვილის "კომედი თეატრმა" მაყურებელს მეორე პრემიერა შესთავაზა. 45 კაციან დარბაზში წარმოდგენები ანშლაგით იმართება.

ავტორი: ანა ხოშტარია

დღის ამბები