18 ივნისი 2026,   18:30
ვრცლად
"ახლო აღმოსავლეთში სიტუაცია, შეიძლება, კონტროლს აღარ დაექვემდებაროს, დროა, მხარეები დიპლომატიას დაუბრუნდნენ, რადგან საფრთხე უკიდურესად მაღალია" - ანტონიუ გუტერეში

"ახლო აღმოსავლეთში და მის ფარგლებს გარეთ განხორციელებული ყველა უკანონო შეტევა უზარმაზარ ტანჯვასა და ზიანს აყენებს სამოქალაქო მოსახლეობას და სერიოზულ საფრთხეს უქმნის გლობალურ ეკონომიკას", - ამის შესახებ გაერო-ს გენერალურმა მდივანმა განაცხადა. 

ანტონიუ გუტერეშმა ახლო აღმოსავლეთში მიმდინარე კონფლიქტში მონაწილე მხარეებს მოუწოდა, დაუყოვნებლივ შეწყვიტონ საბრძოლო მოქმედებები და სერიოზული დიპლომატიური მოლაპარაკებები დაიწყონ.

გაერო-ს გენერალური მდივნის განცხადებით, სიტუაცია, შეიძლება, კონტროლს აღარ დაექვემდებაროს. გუტერეშის თქმით, ახლა დროა, მხარეები დიპლომატიას დაუბრუნდნენ, რადგან საფრთხე უკიდურესად მაღალია.

დღის ამბები