პარლამენტის პირველი ვიცე-სპიკერის განცხადებით, განიხილება შესაძლებლობა, რომ როგორმე, ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით, საქართველოს ხელისუფლებას ზარალი მიადგეს.
გიორგი ვოლსკის განცხადებით ვიზალიბერალიზაციის გაუქმება ხალხის დასჯის მორიგი მცდელობა და ერთადერთი დარჩენილი რესურსია.
"ყველა მცდელობამ, რომ ეკონომიკური პრობლემები შექმნილიყო, ბიზნესმენების მხრიდან საბოტაჟი ყოფილიყო, რომ დარტყმები წასულიყო ვალუტის კურსზე, არ გაამართლა, არ მოხდა და საერთაშორისო ინსტიტუტების მიერ საქართველო მაინც უმაღლეს დონეზეა შეფასებული - ეს არ მოხდა, ვერ განხორციელდა - აქედან გამომდინარე, ახლა იხილავენ შესაძლებლობას, რომ როგორმე ვიზალიბერალიზაციის გაუქმებით საქართველოს ხელისუფლებას მიადგეს ისეთი ზარალი, რომელიც განპირობებული იქნება აღშფოთებული საზოგადოების ქუჩაში გამოსვლით", - აცხადებს პარლამენტის ვიცე სპიკერი გიორგი ვოლსკი.