18 ივნისი 2026,   23:41
ვრცლად
"უარვყოფთ აზერბაიჯანის მიმართულებით დრონის გაშვებას, გამოძიების მიხედვით, ქმედება სიონისტურმა რეჟიმმა განახორციელა" - ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბი

ირანი აზერბაიჯანზე დრონებით თავდასხმას უარყოფს. ინფორმაცია ამის შესახებ ირანის შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაშია ნათქვამი, რომელსაც სახელმწიფო მედია ავრცელებს.

როგორც ირანული მხარე აღნიშნავს, გამოძიებამ აჩვენა, რომ აზერბაიჯანზე დრონებით თავდასხმა ისრაელმა განახორციელა.

"ირანის ისლამური რესპუბლიკა უარყოფს, რომ მისმა შეიარაღებულმა ძალებმა აზერბაიჯანის რესპუბლიკის მიმართულებით დრონი გაუშვა. სიონისტური რეჟიმის მხრიდან მუსლიმურ ქვეყნებს შორის ურთიერთობების სხვადასხვა საშუალებით გაფუჭების ქმედებები კარგად არის დოკუმენტირებული. გამოძიების თანახმად, ასეთი ქმედება სიონისტურმა რეჟიმმა ირანის ისლამური რესპუბლიკის დასადანაშაულებლად განახორციელა," - ნათქვამია შეიარაღებული ძალების გენერალური შტაბის განცხადებაში.

დღის ამბები