04 აგვისტო 2026,   07:36
ვრცლად
სასამართლოში ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება - დღეს ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის პროცესი გაიმართა

თბილისის საქალაქო სასამართლოში ლევან ჯანგველაძის მკვლელობის საქმის განხილვა გრძელდება. დღეს ძმებ მიქაძეებისა და გიორგი ჯოხაძის პროცესი გაიმართა. სხდომაზე ჩვენება მისცეს დეტექტივმა და ორმა ბრალდებულმა. გამოძიება მათ ლევან ჯანგველაძის შეკვეთით მკვლელობის ორგანიზებას ედავება.

საქმეზე მსჯავრდებულია გელა უძილაური. მას უვადო პატიმრობა აქვს მისჯილი. მკვლელობის შემკვეთად კი დასახელებულია ოთარ რომანოვ-ფარცხალაძე და მის მიმართ საერთაშორისო ძებნაა გამოცხადებული.

"დაიკითხა მოწმე, რომელმაც დაადასტურა, რომ 2025 წლის 15 თებერვალს 21:02 საათზე, სასტუმრო "თაუერის" მიმდებარე ტერიტორიაზე იმყოფებოდა გიორგი მიქაძე და საქმის მასალებით დადგენილია, რომ ის შეხვდა გიორგი ჯოხაძეს და დაახლოებით 38 წუთის განმავლობაში, სასტუმრო "თაუერის" მიმდებარე ტერიტორიაზე მიდიოდა მათ შორის საუბარი.

დაიკითხა მოწმე, დავით მიქაძის დაცვის წევრი, როგორც ჩვენს მიერ არის დადგენილი, თუმცა მან დღეს რატომღაც უარყო, რომ იყო დაცვის წევრი, მაგრამ ვერ ახსნა, თუ დაცვის წევრი არ იყო რატომ იმყოფებოდა ხშირად დავით მიქაძესთან ერთად, მათ შორის ისეთ ღონისძიებებზე, რაც სასამართლოს დააინტერესა აბსოლუტურად ლოგიკურად, სადაც დავით მიქაძე და ოთარ ფარცხალაძე ერთად იმყოფებოდნენ," - აცხადებს პროკურორი, ლევან ვეფხვაძე.

დღის ამბები