"სრულ მხარდაჭერას ვუცხადებ ესპანეთის მთავრობას, რომელიც გმობს აშშ-სა და ისრაელის მიერ საერთაშორისო სამართლის დარღვევას და არ აძლევს მათ ესპანეთ-ამერიკის ერთობლივი სამხედრო ბაზების გამოყენების უფლებას", - ამის შესახებ ევროკავშირის საგარეო და უსაფრთხოების საკითხებში ყოფილმა უმაღლესი წარმომადგენელმა განაცხადა.
ჟოზეფ ბორელის განცხადებით, ეს ეროვნული სუვერენიტეტისა და იმ პრინციპების ერთგულებაა, რომლებზეც ევროკავშირია დაფუძნებული.