18 ივნისი 2026,   15:41
ვრცლად
ტრამპი ამბობს, რომ დიდი ბრიტანეთით უკმაყოფილოა, რადგან არ შეუერთდა აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმას ირანის წინააღმდეგ

აშშ-ის პრეზიდენტის, დონალდ ტრამპის განაცხადებით, უკმაყოფილოა ბრიტანეთის პრემიერ-მინისტრის, კირ სტარმერით, რომელიც არ შეუერთდა აშშ-ისა და ისრაელის თავდასხმას ირანის წინააღმდეგ, თუმცა ამერიკულ ძალებს ბრიტანეთის ბაზების გამოყენების ნება მისცა.

"დიდი ბრიტანეთით კმაყოფილი არ ვარ," - განაცხადა ტრამპმა თეთრ სახლში გერმანიის კანცლერ ფრიდრიხ მერცთან შეხვედრისას.

"სამი-ოთხი დღე დაგვჭირდა იმის გასარკვევად, სად შეგვეძლო "დაჯდომა," - აღნიშნა ტრამპმა. "ეს არ არის უინსტონ ჩერჩილი, ვისთანაც საქმე გვაქვს."

ამასთან, ტრამპმა განაცხადა, რომ შეერთებული შტატები ესპანეთთან ვაჭრობას სრულად შეწყვეტს მას შემდეგ, რაც ევროპულმა ქვეყანამ უარი თქვა ამერიკული სამხედრო ძალებისთვის საკუთარი ბაზების გამოყენებაზე, ირანზე დარტყმებთან დაკავშირებული მისიისთვის.

"ესპანეთი ძალიან ცუდად მოიქცა," - განაცხადა ტრამპმა და დაამატა, რომ ფინანსთა მინისტრს დაავალა "ყველა სახის ურთიერთობის შეწყვეტა" ესპანეთთან.

"ჩვენ შევწყვეტთ ესპანეთთან ყოველგვარ ვაჭრობას. არ გვინდა ესპანეთთან არაფერი გვქონდეს საერთო," - დასძინა მან.

დღის ამბები