07 აგვისტო 2026,   15:42
ვრცლად
მუსიკალური ნომრები, ფერწერული ტილოები და საკუთარი ხელით შექმნილი ტანისამოსის ჩვენება - დედის დღე მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში ღონისძიებით აღინიშნა

მუსიკალური ნომრები, ფერწერული ტილოები და საკუთარი ხელით შექმნილი ტანისამოსის ჩვენება - დედის დღე ნომერ მეხუთე პენიტენციურ დაწესებულებაში ღონისძიებით აღინიშნა.

მთავარი ყურადღება კი, მსჯავრდადებულების რესოციალიზაციასა და ახალ შესაძლებლობებზე ფოკუსირდა.

სტუმრების წინაშე 20-მდე მსჯავრდადებული სხვადასხვა შემოქმედებითი ნომრით წარდგა.

კონცერტს იუსტიციის მინისტრი, მოადგილეებთან, პირველ ლედისთან და დეპუტატებთან ერთად დაესწრო.

პაატა სალიამ სპეციალური პენიტენციური სამსახურის ხელმძღვანელთან ერთად, სტუმრებს განახლებული სამკერვალო სივრცე, სილამაზის სალონი, ფიტნესდარბაზი და ბიბლიოთეკა დაათვალიერებინა, რომლებიც მსჯავრდადებულთა რესოციალიზაცია-რეაბილიტაციის მიზნით ფუნქციონირებს.

დედის დღისადმი მიძღვნილ ღონისძიებას პენიტენციურ დაწესებულებაში კულტურის სფეროს წარმომადგენლები ესწრებოდნენ, რომლებმაც მსჯავრდადებულებს დღესასწაული მიულოცეს.

ღონისძიების დასასრულს მსჯავრდადებულებმა სტუმრებს საჩუქრად მათ მიერ დამზადებული ხელნაკეთი ნივთები გადასცეს. დღემდე საზოგადოებამ არაერთხელ იხილა. არ არის გამორიცხული, რომ მრავალგზის გაყოფილი "ნაცმოძრაობა" მომდევნო არჩევნებზე ამომრჩეველმა ისევ ერთიანი სახით იხილოს.

ავტორი: ნინი ნაცვლიშვილი

დღის ამბები