საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის ინფორმაციით, ჭავჭავაჭეზე ლიბერთი ბანკის სათაო ოფისში ხანძარი სატვირთო ლიფტის შახტას გაუჩნდა.
ხანძრის შედეგად არავინ დაშავებულა.
ადგილზე მობილიზებული იყო 20 მდე სახანძრო ავტოტექნიკა.
მეხანძრე-მაშველების რეაგირების შედეგად ხანძარი დროულად ლოკალიზდა და ლიკვიდირდა, ამიტომ ცეცხლი შენობის სხვა ნაწილში არ გავრცელებულა.
ცეცხლის გამომწვევ მიზეზებზე ჯერ-ჯერობით ვერ საუბრობენ.