აიათოლა ალი ხამენეის ცოლი მანსურე ხოჯასტე ბაღერზადე დაბომბვის დროს მიღებული დაზიანებების შედეგად გარდაიცვალა. მედიის ცნობით, ხოჯასტე ბაღერზადე კომაში იყო.
79 წლის მანსურე ხოჯასტე ბაღერზადე მეუღლესთან ერთად იმყოფებოდა, როდესაც აშშ-სა და ისრაელის კოორდინაციით მათ ადგილსამყოფელზე იერიში მიიტანეს.
მანამდე, პირველ მარტს ირანის სახელმწიფო მედიამ გაავრცელა ინფორმაცია, რომ აშშ-ისა და ისრაელის მიერ ირანზე თავდასხმების შედეგად აიათოლა ალი ხამენეის რამდენიმე ნათესავიც დაიღუპა.