გაეროს ბირთვული ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს ხელმძღვანელის, რაფაელ გროსის თქმით, არანაირი ნიშანი არ არის იმის, რომ აშშ-მა და ისრაელმა ირანში რომელიმე ბირთვულ ობიექტს დაარტყეს.
მისი თქმით, ირანის ბირთვული ენერგიის მარეგულირებელ ორგანოებთან დაკავშირების მცდელობები გრძელდება, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ მიუღიათ.
"არანაირი ნიშანი არ არის იმის, რომ აშშ-მა და ისრაელმა ირანში რომელიმე ბირთვულ ობიექტს დაარტყეს, ან დააზიანეს. ირანის ბირთვული ენერგიის მარეგულირებელ ორგანოებთან დაკავშირების მცდელობები კი გრძელდება, თუმცა ჯერჯერობით პასუხი არ მიგვიღია", - აღნიშნა გროსმა.