12 აგვისტო 2026,   00:55
ვრცლად
"თუ ამ თემაზე დისკუსია დებატებით დაიწყება, ძალიან კარგი იქნება" - ალექსანდრე რაქვიაშვილი ნარკოპოლიტიკასთან დაკავშირებულ დებატებზე

ნარკოპოლიტიკა საქართველოში - საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი კითხვა და განსხვავებული პასუხები ერთ სივრცეში. დღეს, "რუსთავი 2-ზე" დებატების დღეა.

გადაცემის სტუმრები იქნებიან შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, "ხალხის ძალიდან"  - გურამ მაჭარაშვილი, "გირჩიდან" - იაგო ხვიჩია. ასევე, ექიმი-ნარკოლოგი დავით ვადაჭკორია და სარეაბილიტაციო ცენტრის დამფუძნებელი - თამაზ ტუღუში.

პარტია "გირჩის" სათათბიროს წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი აცხადებს, რომ თუ ამ თემაზე დისკუსია დებატებით დაიწყება, ძალიან კარგი იქნება:

"თუ ეს დებატები შეუწყობს ხელს, რომ მოსახლეობაში გაიაზრებენ იმ შეცდომებს, რომელიც ნარკოპოლიტიკაშია დაშვებული და ვიზრუნებთ არა იმაზე, რომ როგორც ნივთიერებას ვებრძოლოთ, არამედ იმაზე, რომ ადამიანების სიცოცხლე გადავარჩინოთ - ეს იქნება ძალიან დიდი შედეგი. შეიძლება ერთმა დებატმა ეს არ მოიტანოს, მაგრამ თუ ამ თემაზე დისკუსია დებატებით დაიწყება, ძალიან კარგი იქნება", - აცხადებს პარტია "გირჩის" სათათბიროს წევრი ალექსანდრე რაქვიაშვილი.

დღის ამბები