ისრაელის თავდაცვის ძალების ინფორმაციით, ცოტა ხნის წინ, ირანის ტერიტორიიდან ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვეს.
საჰაერო თავდაცვის სისტემები საფრთხის მოსაგერიებლად სრულ მზადყოფნაშია მოყვანილი. ბოლო რამდენიმე წუთის განმავლობაში, სარდლობამ რაიონების შესაბამის პუნქტებში საგანგებო მითითებებიც გაგზავნა.
"მოსახლეობას მოვუწოდებთ, გამოიჩინონ მაღალი პასუხისმგებლობა და იმოქმედონ ინსტრუქციების შესაბამისად - ეს სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანია.
განგაშის სიგნალის მიღებისთანავე, აუცილებელია დაუყოვნებლივ შეხვიდეთ დაცულ სივრცეში და დარჩეთ იქ შემდგომ შეტყობინებამდე. თავშესაფრის დატოვება დასაშვებია მხოლოდ შესაბამისი ოფიციალური განკარგულების საფუძველზე", - აღნიშნულია ისრაელის სამხედრო-საჰაერო ძალების განცხადებაში.