10 აგვისტო 2026,   03:51
ვრცლად
ნარკოტიკულ საშუალებებზე ხელმისაწვდომობა გარკვეულწილად შემცირებულია - ექიმი-ნარკოლოგი დავით ვადაჭკორია

ნარკოპოლიტიკა საქართველოში - საზოგადოებისთვის მნიშვნელოვანი კითხვა და განსხვავებული პასუხები ერთ სივრცეში. დღეს, "რუსთავი 2-ზე" დებატების დღეა.

გადაცემის სტუმრები იქნებიან შინაგან საქმეთა მინისტრი გეკა გელაძე, ჯანდაცვის მინისტრი მიხეილ სარჯველაძე, "ხალხის ძალიდან"-  გურამ მაჭარაშვილი, "გირჩიდან" - იაგო ხვიჩია. ასევე, ექიმი-ნარკოლოგი დავით ვადაჭკორია და სარეაბილიტაციო ცენტრის დამფუძნებელი - თამაზ ტუღუში.

ექიმი-ნარკოლოგი დავით ვადაჭკორია აცხადებს, რომ ბოლო თვეებში დაწყებული ღონისძიებების შედეგად, ნარკოტიკულ საშუალებებზე ხელმისაწვდომობა, გარკვეულწილად შემცირებულია.

"ამ საკითხის აქტუალიზაცია ჩვენს ქვეყანაში აუცილებელი იყო. მივესალმები, რომ დაახლოებით ერთი წლის წინ ამ საკითხზე მსჯელობა დაიწყო და მიიღეს გარკვეული გადაწყვეტილებები. საჭიროა გარკვეული მიდგომების გადახედვა, პრევენცია, რომელიც აუცილებელია ამ პრობლემის მართვის თვალსაზრისით. ბრძოლა, რომ ნარკოტიკული საშუალებების ხელმისაწვდომობა შემცირდეს, ძალიან კარგია. ეს ამოღებები, რომელიც ამ ბოლო თვეების განმავლობაში ხდება, სასიკეთოდ აისახება ქვეყანაში არსებულ ნარკოვითარებაზე. ცალსახად შემიძლია გითხრათ, რომ ნარკოტიკულ საშუალებებზე ხელმისაწვდომობა, გარკვეულწილად შემცირებულია," - აცხადებს ექიმი-ნარკოლოგი დავით ვადაჭკორია.

დღის ამბები