18 ივნისი 2026,   13:09
ვრცლად
"ჰეზბოლამ" ცეცხლი გახსნა, გავაფრთხილეთ, რომ ამ ქმედების გამო მძიმე ფასს გადაიხდიან. სრულ მზადყოფნაში ვართ - ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერი

მზად ვართ ჩრდილოეთ საზღვრის დასაცავად და განვიხილავთ ყველა სცენარს, როგორც თავდაცვის, ისე შეტევის მიმართულებით. ყველა ვარიანტი ძალაშია - ამის შესახებ ისრაელის თავდაცვის ძალების პრესსპიკერმა, ეფი დეფრინიმ განაცხადა, ინფორმაციას "The Times Of Israel" - ავრცელებს.

მისი თქმით, მობილიზებული ჰყავთ თითქმის 100 000 რეზერვისტი, ათობით ბატალიონი, ბრიგადა და დივიზია.

"ჰეზბოლამ" ცეცხლი გახსნა. იცოდნენ, რასაც აკეთებდნენ. გავაფრთხილეთ, რომ ამ ქმედების გამო მძიმე ფასს გადაიხდიან. სრულ მზადყოფნაში ვართ. მობილიზებული გვყავს თითქმის 100 000 რეზერვისტი, ათობით ბატალიონი, ბრიგადა და დივიზია. მზად ვართ ჩრდილოეთ საზღვრის დასაცავად და განვიხილავთ ყველა სცენარს, როგორც თავდაცვის, ისე შეტევის მიმართულებით. ყველა ვარიანტი ძალაშია", - განაცხადა ეფი დეფრინმა.

დღის ამბები