საარტელოს ეროვნული ბანკის ინფორმაციით, ნათია თურნავა International Monetary Fund-ის ტექნიკური დახმარების მისიას შეხვდა. ეროვნული ბანკის პრეზიდენტმა მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდის მისიას ტექნიკური დახმარებისა და მხარდაჭერისთვის.
უწყების ცნობით, როგორც ნათია თურნავამ განაცხადა, სებ-ისთვის მნიშვნელოვანია სსფ-თან თანამშრომლობა მონეტარული ოპერაციების განხორციელების ჩარჩოს მუდმივი გაუმჯობესებისა და ფინანსური სისტემის მდგრადობის გაძლიერების მიმართულებით.
"ასევე აღინიშნა, რომ რეკომენდაციების მიღების შემდეგ ეროვნული ბანკი პარტნიორებთან კოორდინირებულად შეიმუშავებს პრიორიტეტებსა და თანმიმდევრულ სამოქმედო გეგმას", - აღნიშნულია ეროვნული ბანკის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.